Sunday, June 28, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე


  დასასრულს მიუახლოვდა ,,ინტელის სასწავლო კურსი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.'' გვიარეთ 8 მოდული: პროექტებით სწავლება ,სასწავლო პროექტის დაგეგმვა, კავშირები , სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით და ბოლოს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორთფოლიოს ჩვენება.ამ ყველაფერმა გაგვიღრმავა ცოდნა და მეტი მოტივაცია მოგვცა სასწავლო პროცესში დავგეგმოთ პრეზენტაცია.
 ტრენინგმა გვიჩვენა რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა , სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. ტრენინგმა მოლოდისნ გადააჭარბა, ბევრად მეტი ცოდნა შევიძინე ვიდრე ჩემი მოლოდინი იყო. სასიამოვნო იყო ტრენერთან დიანა  მიქაძესთან მუშაობა, ძალიან სასიამოვნო იქნება მომავალში თუ მომეცემა საშუალება კიდევ ერთხელ მოვისმინო მისი ტრენინგი.მადლობას ვუხდი ინტელის ჯგუფს ასეთი საინტერესო და მრავლის მომცემი ტრენინგისათვის.
ტენინგის მერვე დღე



დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო იყო.
 განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები.შევაჯამეთ და მივეცით შენიშვნები.
ვისაუბრთ ფასილიტაციის რუბრიკის შექმნაზე.შევქმენით დამხმარე რესურსები,რომელიც აუცილებელია მოსწავლეთა რეკომენდაციისთვის. ვისაუბრეთპროექტის წარმატებით განხორციელებაზე.განვიხილეთსპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების პროექტში ჩართვაზე..
ტრენინგის მეშვიდე დღეტრენინგის მე-7 დღეს მოდული 6 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასება, გავეცანით შეფასების ფორმები, გავუკეთეთ ადაპტირება და მოვარგეთ ჩვენს   პროექტს. შევისწავლეთ განსაკუთრებული საწიროებების მქონე მოსწავლეთა სწავლების მიდგომის წესები, ასევე გავეცანით შეფასების ფორმებსა და სახეებს.
 დღევანდელი ტრენინგის მასალას აქტიურად გამოვიყენებ მოსწავლეთა ნამუშევრების ეფექტურ  და ზუსტ შეფასებაში.






ტრენნგის   მეექვსე დღე            ტრენინგის მე-6 დღე
 ცოდნა მატულობს. სულ ვცდილობ ყველაფერში გავერკვე,არაფერი გამომრჩეს.კითხვები მებადება და ქალბატონი დიანაც,სულგრძელად მპასუხობს, სულ მზადაა ამომწურავად გასცეს პასუხი ჩემს შეკითხვებს.
.  დღეს გავეცანით მე-4 მოდულს,  თუ როგორ ავირჩიოთ მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტები, როგორ შევქმნათ მოსწავლის ნიმუში და რა რესურსები გამოვიყენოთ.

ტრენინგის მეხუთე დღე.ტრენინგის ეს დღეც მეტად შრომატევადი და ნაყოფიერი იყო.
  ვისწავლეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა,გავეცანი საავტორო უფლებების დაცვას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტზე მუშაობის დროს. ასევე მისწავლეთ მაკრატლის გამოყენება.
   გავიხსენეთ პრეზენტაციები,რაც დიდ დახმარებას გამიწევს მუშაობაში.

ტრენინგის მეოთხე დღე დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ რთული იყო.
     დღს გავეცანით და შევეხეთ შეკითხვების სახეებს.გავაანალიზეთ და განვასხვავეთ ერთმანეთისაგან ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
     ასევე გავეცანი შეშეფასების სტრატეგიებს,რომელიც დიდად დამეხმარება მუშაობაში,რომ სრულყოფილად შევაფასო მოსწავლე პროექტზე მუშაობის პერიოდში.